მიშელ პლატინი მხარს ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატს, ალი ბინ ალ-ჰუსეინის უჭერს. ამის შესახებ მან გამოცემა Equipe-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. იორდანიის პრინცი მოქმედი პრეზიდენტის, იოზეფ ბლატერის ერთადერთი კონკურენტია. ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 29 მაისს გაიმართება.