იაპონიაში 5, 6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
იაპონური მედიის ცნობით, ოკეანის სანაპირო რაიონების მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა, თუმცა ამ დროისთვის ცუნამის საშიშროება არ არსებობს.
მიწისძვრა კუნძულ ჰონსიუზე, კანტოს რეგიონის საიტამას პრეფექტურაში იაპონიის დროით ღამის 2 : 28 საათზე დაფიქსირდა.
სეისმოლოგების მონაცემებით, მიწისქვესა ბიძგები დაახლოებით 50 კილომეტრის სიღმეზე წარმოიქმნა.
მიწისძვრის გამო ტოკიოში გაჩერებულია მეტროს და ჩქაროსნული სარკინიგზო მოძრაობა.