განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, ზაზა აბაშიძესთან გასაუბრების ჩანაწერის გასაჯაროების უფლება მხოლოდ აპლიკანს აქვს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა,ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არცერთ თანამშრომელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ზაზა აბაშიძის გასაუბრების ამსახველი ჩანაწერი.
„არცერთ თანამშრომელს არ აქვს ამის მოთხოვნის უფლება, რადგან ეს ჩანაწერი არის აპლიკანტის საკუთრება. ამის გასაჯაროების უფლება აქვს მხოლოდ მას. გასაუბრებაზე ჩაწერილია ძირითადად ის შეკითხვები და მასზე პასუხები, რომლებიც გაიცა. ეს ადამიანი თანახმა თუ იქნება, შეკითვები შეუძლიათ დაუსვან და პასუხები მიიღონ. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ აპლიკანტს შეუძლია გასაჯაროება. ინსტუქციას ვერავისგან მივიღებთ, რომ რაიმეს გასაჯაროვება მოხდეს“, -განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის კანდიდატურა საკონკურსო კომისიამ დაამტკიცა, რასაც ცენტრის ტანამშრომელტა პროტესტი და გაფიცვა მოჰყვა.