„ედინაია როსიამ“ პირველი გამანადგურებელი დამარცხება განიცადა. ბალტიისკის რაიონული საბჭოს არჩევნებში პუტინის თანაპარტიელებმა ვერცერთი მანდატი ვერ მიიღეს. 15-დან 12 საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გაიმარჯვეს, 3 ოლქში კი ამომრჩევლებმა მხარი „სამართლიანი რუსეთის,“ კომუნისტური პარიისა და „რუსეთის პატრიოტების“ წარმომადგენლებს დაუჭირეს. ამომრჩეველთა აქტივობამ 44 პროცენტი შეადგინა.