ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსატანად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტი, საბერძნეთში მიემგზავრება. დელეგაცია ჩირაღდანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს ჩამოიტანს.
დელეგაციაში შედიან ოლიმპიური ჩემპიონები, ხელოვანები და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ოლიპმიური ცეცხლის ჩამოტანა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.