კანში 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. “ოქროს პალმის რტოს” მფლობელი ჟაკ ოდიარის ფილმი “დიპანი” გახდა. გრან პრი გადაეცა ლასლო ნემეშის სადებიუტო სურათს, “საულის შვილი.” საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში ტაივანელმა რეჟისორმა ხოუ სიაოსანიუმ გაიმარჯვა, ფილმისთვის “მკვლელი.” წლის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ვენსენ ლენდონი დაასახელეს, საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტული კი რუნი მარამ და ემანუელ ბერკომ გაიყვეს.