საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები რაგბის მსოფლიო ალაფის გამარჯვებულია. ილია მაისურაძის შეგირდებმა პორტუგალიაში გამართულ ტურნირზე ჯამში 4 შეხვედრა გამართრს და ოთხივეში გაიმარჯვეს. გადამწყვეტი მატჩი ბორჯღალოსნებმა კანადის ნაკრებს 49:24 მოუგეს და ქართული რაგბის ისტორიაში საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. 20 წლამდელთა მსოფლიო პირველობა მომავალ წელს ინგლისში გაიმართება.