უკრაინასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება მასობრივ ემიგრაციას არ გამოიწვევს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ გამოცემა „ვალტისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, ასე არ მოხდება. ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება უკრაინელებს იმის შეგრძნებას მისცემს, რომ ისინი ევროპის ნაწილს წარმოადგენენ. მათი გადაადგილების კონტროლირება კი ბიომეტრიული პასპორტების საშუალებით ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი,“-აღნიშნავს კლიმკინი.