რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი ჰუმანიტარული კოლონა გაგზავნა. სატვირთო მანქანებმა როსტოვის ოლქი უკვე დატოვეს და რამდენიმე საათში უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ. ამჯერად ტვირთის მოცულობა ათას ტონას შეადგენს. დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლები სურსათს, მედიკამენტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს მიიღებენ.