სომხეთმა და ბელარუსმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასკვნითი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადეს. ამის მიზეზი დასკვნაში გამოყენებული ტერმინი "ყირიმის უკანონო ანექსია" შეტანა გახდა. მინსკის და ერევნის პოზიციის გამო სავარაუდოდ დოკუმენტის ტექსტის კომპრომისული ვარიანტი შემუშავდება, რომელშიც ყირიმის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების პოზიციები ცალ-ცალკე იქნება წარმოდგენილი.