ლუგანსკში დაკავებულ რუს სამხედრო მოსამსახურეებს ჰუმანურად ექცევიან და მათ არავინ აწამებს. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა. ოფიციალური განცხადება უკრაინის თავდაცვის უწყებიდან მას შემდეგ გაკეთდა, რაც მოსკოვმა კიევი დაკავებულთა წამებაში დაადანაშაულა და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ორი რუსი სპეცრაზმელი უკრაინელებმა ლუგანსკში 2 დღის წინ დააკავეს. მათ ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლებენ.