დაუშვებენ თუ არა რუსეთში მრავალცოლიანობას? ამ კითხვაზე კრემლს პასუხი არ აქვს. შესაბამისი ინიციატივით მოსკოვს ჩეჩნეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაგომედ დაუდოვმა უკვე მიმართა, თუმცა როგორც პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, მას ამის შესახებ არაფერი გაუგია და შესაბამისად, ვერც კომენტარს გააკეთებს. კადიროვის ადმინისტრაციის უფროსი კი საკუთარ ინიციატივას ასე ხსნის: "კარგი იქნებოდა მრავალცოლიანობის ლეგალიზება. თუ მამაკაცს რამდენიმე ქალის შენახვა შეუძლია, რატომაც არა?!"