დღეს, 23 აპრილს, ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა, გამომცემლობა "დიოგენეს" პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 იანვარს პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელებისათვის გამოაცხადა კონკურსი, რომლში გამარჯვებულსაც ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემია გადაეცემა.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალთან ერთად საუკეთესო თარგმანებისგან შედგენილი კრებულის პრეზენტაცია გაიმართება, ხოლო ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია სამ საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელს (თითოეულს _ 1000 ლარი) გადაეცემა.
კონკურსში მონაწილეობა 20-დან 35 წლამდე ასაკის 31-მა მთარგმნელმა მიიღო.
ღონისძიება 23 აპრილი, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.