დონეცკში ვითარება დაიძაბა. ინტენსიური სროლის ხმა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. დეფაქტო რესპუბლიკის ლიდერთა მტკიცებით, უკრაინული მხარე პესკისა და ოპიტნოეს დასახლებებში სამხედრო ტექნიკის კონცენტრირებას ახდენს. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ზავის რეჟიმი ბოლო 24 საათის განმავლობაში 10-ჯერ დაირღვა.