გაეროს გენერალური მდივანი ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში ვიზიტისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ ბან კი მუნმა აზიის ქვეყნების ლიდერთა სამიტზე განაცხადა. „თუ ჩემი ვიზიტი დაძაბულობის მოხსნას შეუწყობს ხელს, ამისთვის მზად ვარ. მით უმეტეს, რომ ჩრდილოეთ კორეა გაეროს წევრი ქვეყანაა,“-აღნიშნა ბან კი მუნმა.