ლონდონური ჩელსის თავკაცმა მადრიდის რეალში დაბრუნებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Sky Sport იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ ჟოზე მაურინიოსთან მოლაპარაკება უკვე გამართა, თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა მადრიდელთა შეთავაზებაზე კატეგორიული უარი თქვა. მაურინიო რეალს 2010-2013 წლებში წვრთნიდა და ამ დროის განმავლობაში კლუბს 3 პრესტიჟული ტიტული მოაგებინა. რეალიდან კარლო ანჩელოტის გაშვების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კლუბმა ჩემპიონთა ლიგაში გასვლა ვერ შეძლო, ესპანეთის ჩემპიონატში კი რეალი ვიცე-ჩემპიონი გახდა.