პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის წევრის ლუკა კურტანიძის განცხადებით, „თბილისი-2015“-ის ფარგლებში დაგეგმილი ხელბურთის თამაშები, ძველ სპორტის სასახლეში ჩატარდება.
როგორც ჟურნალისტებს კურტანიძემ განუცხადა, გადაწყვეტილება ოლიმპიურმა კომიტეტმა რისკ-ფაქტორებიდან გამომდინარე მიიღო.
„ხელბურთის თამაშები სპორტის სასახლეში ჩატარდება. იმის გამო, რომ პრობლემები შეიქმნა, ამაზე პასუხი უკვე გაცემულია და მართებულად არ მიმაჩნია ამ საკითხის წინ წამოწევა. რისკფაქტორებიდან გამომდინარე, ის ღონისძიებები ჩატარდება ძველ სპორტის სასახლეში, რომლის ჩატარებაც ახალ სპორტის სასახლეში იგეგმებოდა“, - აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები, სპორტული სამყაროს წარმომადგენლებს რამდენიმე თვის წინ გაუჩნდათ.