"ალიანსი საქართველოსთვის" რიგებიდან ნაძალადევის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის გოგიტა ჯანგიშერაშვილი იბრძოლებს. "ალიანსის" ლიდერებმა რაიონის მოსახლეობას მისი კანდიდატურა დღეს წარუდგინეს.
ირაკლი ალასანიას შეფასებით, ჯანგიშერაშვილს შეუძლია "ალიანსის" პროგრამები ნაძალადევში მცხოვრებ თითოეულ ადამიანამდე მიიტანოს და ისინი ამ ძალის უპირატესობაში დაარწმუნოს.
თავად კანდიდატის განცხადებით, ის რაიონის პრობლემებს კარგად იცნობს და გამარჯვების შემთხვევაში მას "ისეთ ძლიერ ოპოზიციურ ძალასთან ერთად, გადაწყვეტს, როგორიც "ალიანსი საქართველოსთვისაა".
ჯანგიშერაშვილი ირაკლი ალასანიას პარტიის წევრია.