მსოფლიოს პირველი ჩოგანი რომის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა მერვედფინალში ბრაზილიელ ტომას ბელუჩის მოუგო. შეხვედრა 2 საათს გაგძელდა და სერბის გამარჯვებით, 5:7, 6:2, 6:3 დასრულდა. მომდევნო ტურში ჯოკოვიჩი იაპონელ კეემ ნისიკორის დაუპირისპირდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 3,2 მილიონ ევროს შეადგენს.