EBRD-ის საინვესტიციო მიმოხილვის სესიაზე, რაგბის 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთები გათამაშდა.
შესვენების დროს, სესიის მონაწილეებს მიეცათ საშუალება, სპეციალურ ლოტოტრონში საკუთარი ბიზნესბარათების მოეთავსებინათ, ხოლო სესიის დასასრულს კი აღნიშნული ლოტოტრონიდან სამი იღბლიანი ბარათი ამოიღეს.
რაგბის 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთები მოიგეს EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა ჯიმ ლიდლიმ და უკრაინაში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელმა ვინსენტ პროკომ.
რაგბის რიგით მე-8 მსოფლიო ჩემპიონატი, 2015 წლის 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე, ინგლისში გაიმართება.