დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა კობალაძემ, ავჭალის რაგბის გუნდ „წიქარას“ ბიუროში უმასპინძლა და ბაქოში გამართულ რაგბის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვება მიულოცა.
„გუნდს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება, რამდენადაც სოციალურად დაუცველი ბავშვებითაა დაკომპლექტებული. მსურს მორაგბეებს მივულოცო გამარჯვება და ვუსურვო წარმატება, რაც მეტწილად თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და კომპანია „სარაჯიშვილი“-ს დამსახურებაა. პირველ ეტაპზე გუნდს, ბიუროს შუამდგომლობით, კომპანია „სარაჯიშვილი“დაეხმარა, ხოლო ტურნირში მონაწილეობის ხარჯები დედაქალაქის მერიამ სრულად უზრუნველყო. შედეგად, „წიქარას“ უფროსმა წარმომადგენლებმა პირველი, ხოლო უმცროსებმა კი მესამე ადგილი ღირსეულად დაიკავეს, ტურნირის საუკეთესო ახალბედა მოთამაშედ ამავე გუნდის მორაგბე დასახელდა“, - განაცხადა კობა კობალაძემ.