ქართველმა "ქრისტიან-დემოკრატებმა" რუს "ქრისტიან-დემოკრატებთან" მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გიორგი თარამაძემ და რუსეთის "ქრისტიან-დმეოკრატების" საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარემ სერგეი მეზენცევმა.
მემორანრუმი დღეს პარლამენტში გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა დამყარებული იქნება თანასწორობისა და სამართლიანი პარტნიორობის პრინციპებზე. ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს, ასევე რეგულარულ კონსულტაციებს ქართულ-რუსული ურთიერთობების პრობლმეურ საკითხებზე და დიალოგი წარიმართება საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესაბამისად.
მემორანდუმში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები პატივს სცემენ საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას და აცნობიერებენ "ქრისტიან-დემოკრატიული" ძალების კონსოლიდაციისა და "რუსეთ-საქართველოს" ურთიერთოების გაუმჯობესების აუცილებლობას.
როგორც ქართველ "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი მაგდა ანიკაშვილი აცახდებს, რუსეთის "ქრისტიან- დემოკრატები" ეწინააღმდეგებიან ურსეთის იმპერიალისტულ ხედვებს და ამ ხელშეკრულების დადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ მხრივაც გააჩნია.