თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ.
დღეს სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა შერჩეული 12 ძირითადი და 2 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული. წილისყრით, შეირჩა უფროსი ნაფიცი მსაჯული და ნაფიცმა მსაჯულებმა დადეს ფიცი.
სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე იმსჯელა.
სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ნაფიც მსაჯულთა წინაშე შესავალი სიტყვები წარმოადგინეს. ღია სასამართლო სხდომაზე, დაკითხულ იქნა დაზარალებული.
აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სხდომა 2015 წლის 14 მაისს, 10:30 საათზე გაიმართება.
საქმე ეხება 2014 წელს, ქ. თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარების ფაქტებს.