13 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცი მსაჯულების განსჯადი მეათე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა იწყება ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ.
საქმე ეხება 2014 წელს, თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარების ფაქტებს.
ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად ჩატარდა 16 სხდომა, ხოლო აღნიშნულ სხდომაზე განისაზღვრა შერჩეულ კანდიდატთაგან 12 ძირითადი და 2 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული.
ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა 13 მაისს, 10:00 საათზეა ჩანიშნული.