"საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" დღეს რუს "ქრისტიან-დემოკრატებთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. აღნიშნული მემორანდუმი პარტიებს შორის სტრუქტურულ თანამშრომლობასს და ურთიერთშეხვედრების გამართავას ითვალისწინებს.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებით, "რუსეთის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" მთლიანად ყოფილი დისიდენტებითა და ყოფილი პოლიტპატიმრებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც რუსეთში "ქრისტიან-დემოკრატიული" იდეოლოგიის ფუძემდებლები არიან.
მისი თქმით, რუსი "ქრისტიან-დემოკრატები" საქართველოს ტერირორიულ მთლიანობას აღიარებენ და საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერენ.