"ვლადიმერ პუტინი არასდროს დანებდება და იგი ყოველთვის ეცდება საბჭოთა კავშირი აღადგინოს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა " Associated Press"-თან ინტერვიუში განაცხადა.
"რუსეთი ყველას თავს გვახვევს თავის გეოპოლიტიკურ თამაშებს. ვლადიმერ პუტინი არასდროს დანებდება და იგი ყოველთვის ეცდება საბჭოთა კავშირი აღადგინოს. საქართველოს მიმართ რუსეთის პრემიერის მილიტარისტული პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა ჩვენი სახელმწიფოებრივობა ჩამოანგრიოს", - აღნიშნა სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილის განცხადებით, რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებს აშენებს, სადაც თავის არტილერიას ათავსებს. ამის გათვალისწინებით, კი საქართველოს პირველი პირი დასავლეთისგან უფრო მეტ მხარდაჭერას მოითხოვს.
"ჩვენ ამერიკისგან არ ვითხოვთ ჯარის შეტევითი შეიარაღებაში დახმარებას, ჩვენ ვთხოვთ, რომ აშშ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვითი მიმართულებით დაგვეხმაროს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.