ისრაელში შოთა რუსთაველის ბარელიეფის დაზიანები ფაქტს, საქართველოში ისრაელის ელჩი იცხაკ გერბერგი გამოეხმაურა. გერბერგის განცხადებით, აღნიშნულ ვანდალურ აქტს, ისრაელის შესაბამის ორგანოები შეძლებისდაგავარად უმოკლეს ვადებში გამოიძიებენ.
"დაზიანებულ ბარელიეფს ისრაელის მხარე აღადგენს", - განაცხადა ელჩმა.
ეს განცხადება იცხაკ გერბერგმა, ისრაელის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, უცნობმა პირებმა, იერუსალიმის ჯვრის მონასრტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2005 წელს დამონტაჟებულ შოთა რუსთაველის ბიუსტს, თვალები დაუზიანეს.