თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ "კაბელების საქმის" წინასასამართლო განხილვა გრძელდება. მხარეების მიერ დაყენებული შუამდგომლობები,მტკიცებულებათა დაუშვებლობასთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე განიხილება. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სამართლებრივ რეალობას არის მოკლებული. თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომელი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.