თბილისის მერობის "ეროვნული საბჭოს" კანდიდატი ზვიად ძიძიგური დედაქალაქის მერის პოსტზე კანდიდატურის დაყენების შემთხვევაში მომღერალ გია გაჩეჩილაძეს წარმატებებს უსურვებს.
"ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩემს გიას - "უცნობს", მომღერალ კაცს. მას, ალბათ, რაღაც პოლიტიკური პოეზია აქვს ჩაფიქრებული და ვნახოთ, რას იზამს", - განუცხადა ძიძიგურმა ჟურნალისტებს გაჩეჩილაძის მიერ თბილისის მერის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის საკითხზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ გაჩეჩილაძე თბილისის თავკაცობისთვის ბრძოლას არ გამორიცხავს. როგორც "დაიცავი საქართველოს" ოფისში აცხადებენ, "უცნობის" მიერ ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების საკითხი აქტიურად განიხილება.