ტურინის იუვენტუსი იტალიის ჩემპიონი 31-ედ გახდა. ტურინელებმა 34-ე ტურში მინიმალური ანგარიშით სამპდორია დაამარცხეს. "ოქროს გოლი" შეხვედრის 32-ე წუთზე არტურო ვიდალმა გატანა. სამპდორის დამარცხების შემდეგ იუვენტუსმა 79 ქულა დააგროვა და ჩემპიონის ტიტული ჩემპიონატის დამთავრებამდე 4 ტურით ადრე მოიპოვა.