გერმანიის პოლიციამ ისლამისტი ექსტრემისტების მიერ აფეთქების მცდელობა აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემები ავრცელებენ.
მათი ცნობით, პოლიციამ ფრანკფურტის ერთ-ერთ რაიონში მილში ჩატენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფეთქებადი ნივთიერებები და შაშხანა ამოიღო.
დაპატიმრებულია ოჯახური წყვილი, რომელიც პარასკევს, ველოშეჯიბრების დროს, სავარაუდოდ, ტერორისტულ აქტს ამზადებდა.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, საეჭვო წყვილზე თვალთვალი მარტის თვეში, მას შემდეგ, დაწესდა, რაც პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ ცოლ-ქმარი დიდი ოდენობით ქიმიურ ნივთიერებებს ყიდულობდა.
როგორც ჰესენის მხარის მთავრობა იუწყება, მათ კავშირი რადიკალ ისლამისტებთან ჰქონდათ.