საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისადმი მიძღვნილ ზეიმზე დასასწრებად მიღებულ მიწვევაზე უარი თქვა.
ამასთან, საფრანგეთი არ იზიარებს გაერო-ს გენერალური მდივნის პან გინ მუნის გადაწყვეტილებას, რომელმაც 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის სურვილი გამოთქვა.
ამის შესახებ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა სლოვენიის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი აზრით, პან გი მუნის განზრახვა, დაესწროს ოფიციალურ ცერემონიას, გარკვეულ სიგნალს წარმოადგენს, რომელსაც საფრანგეთი არ ეთანხმება.
,,მე მესმის, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი მოსკოვში 9 მაისის ზეიმზე დასწრების შესაძლებლობას განიხილავს, რადგან ამ დღეს აქვს ისეთი ისტორიული მნიშვნლობა, რომელიც პატივისცემის ღირსია, მაგრამ ჩვენ რუსეთთან სხვა უთანხმოებები გვაქვს.” - აღნიშნა ფრანგმა მინისტრმა.