ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლის აღსანიშნავ ღონიძიებებზე მოსკოვში ჩასვლას არ აპირებს.
მიზეზად მან ,,შიდასახელწმიფოებრივი” საქმეები დაასახელა.ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გაავრცელა.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა 9 მაისს ფხენიანში დარჩენა არჩია.
,,ის მოსკოვში ჩამოსვლას ვერ შეძლებს. მისი გადაწყვეტილების შესახებ ჩვენთვის დიპლომატიური წყაროების მეშვეობით გახდა ცნობილი.” - განაცხადა პესკოვმა.
კრემლი კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, თითქოს 9 მაისს მოსკოვში კიმ ჩენ ინის შესაძლო ჩასვლასთან დაკავშირებით, საზღვარგარეთის ქვეყნების ლიდერებმა უკმაყოფილება გამოთქვეს.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, რუსეთის ფედერაცის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელი კრემლის მიპატიჟებას გამოეხმაურა და ,,სხვადსხვა სახის კონტაქტის საშუალებით” გაირკვა, რომ ის მოსკოვში საზეიმო აღლუმზე ჩასვლას აპირებდა.
უშაკოვი ადასტურებდა, რომ კიმ ჩენ ინის მთავრობასთან უკვე ვიზიტის დეტალებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
დღეს კი, პესკოვი იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მოსკოვს ,,შიდაკორეული” საქმეების გამო არ ეწვევა.