"ეროვნული საბჭო" მომღერალ გია გაჩეჩილაძეს კონკურენტად არ აღიქვამს.
"მიიღებს თუ არა გაჩეჩილაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს. მე ამაზე შეფასებას არ გავაკეთებ, მაგრამ, ის ჩვენი კონკურენტი არ იქნება. ჩვენი კონკურენტი ხელისუფლებაა", - განუცხადა კობა დავითაშვილმა ჟურნალისტებს გაჩეჩილაძის მიერ თბილისის მერის პოსტზე შესაძლო კენჭისყრის საკითხზე კომენტირებისას.
მცირე კომენტარით შემოიფარგლება თბილისის მერობის "ეროვნული საბჭოს" კანდიდატი ზვიად ძიძიგურიც და აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს.
"ყველას აქვს ამის უფლება. რამდენად სერიოზულია გია გაჩეჩილაძის განზრახვა, არ ვიცი", - აცხადებს ძიძიგური.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ შესაძლოა თბილისის მერის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, უკვე ერთი კვირაა მუსირებს.