მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" წევრის თამაზ გამცემლიძის განცხადებით, გია გაჩეჩილაძის ("უცნობის") მიერ თბილისის მერის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის შესაძლო დაყენება ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება.
"ეს ჯერ იდეის დონეზეა. გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვნახოთ ინტენსიურად მიმდინარე მოლაპარაკების შემდეგ, რას ვიზამთ. ისე ყველაფრის შანსი არსებობს", - განუცხადა გამცემლიძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ შესაძლოა თბილისის მერის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, უკვე ერთი კვირაა მუსირებს.