ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სწრაფი რეაგირების ძალებს ზრდის. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, სწრაფი რეაგირების ძალების კონტინგენტი 13-დან 30 ათას სამხედრო მოსამსახურებმდე გაიზრდება. უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდება.