ბალტიმორში საგანგებო მდომარეობა გამოცხადდა. ამის მიზეზი პოლიციის განყოფილებაში 25 წლის აფროამერიკელის დაღუპვა გახდა, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ დემონსტრანტებმა ბალტიმორში მასობრივი უწესრიგობები მოაწყვეს. მანიფესტანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის პოლიციელებიც არიან.