საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ტალინში ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგრეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში აღარ მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, მინისტრი ტალინში მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ გაემგზავრება, რომელიც ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის ფერფლის გამო შექმნა.
შეგახსენებთ, რომ ტალინში, 22-23 აპრილს ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგრეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც მხარები მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.