სახელმწიფო ღალატში ბრალდებული რუსი მეცნიერი დააკავეს. ფედერალური ატომური ცენტრის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ გოლუბევი ნიჟეგოროდსკის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილებით დააპატიმრეს. ოფიციალური ვერსიით, მეცნიერმა ჩეხეთში გამართულ პრესკონფერენციაზე 2013 წელს საიდუმლო მასალების შემცველი მოხსენება წარადგინა, რაც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა. დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით, გოლუბევის მოხსენება არანაირ საიდუმლო ინფორმაციას არ შეიცავდა.