კიევში საკადრო წმენდა გრძელდება. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის, ზორიან შკირიაკის განცხადებით, უწყებიდან 50-მდე მაღალჩინოსანი დაითხოვეს. მასობრივი დათხოვნები კორუფციულ სკანდალებს უკავშირდება, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი სერგეი ბოჩკოვსკი და მისი მოადგილე ვასილი სტოეცკი ერთი თვის წინ პირდაპირ მთავრობის სხდომაზე დააპატიმრეს.