დონეცკის დეფაქტო ლიდერი ხუმრობის ხასიათზეა. ალექსანდრ ზახარჩენკოს თქმით, დონეცკი მზადაა უკრაინა თავის შემადგენლობაში მიიღოს. „უკრაინას შეუძლია დონეცკის შემადგენლობაში გაერთიანდეს. ჩვენ მზად ვართ ყველა მოძმე რესპუბლიკა მივიღოთ, მათ შორის, ხარკოვი, ზაპოროჟიე, ლვოვი, ოდესა და კიევიც,“-აღნიშნა ზახარჩენკომ „ლაიფნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.