თურქეთში დაგეგმილი ნატოს მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის აგრესია იქნება. ამის შესახებ თურქ კოლეგასთან შეხვედრისას ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. ჯონ კერის თქმით, მინისტერიალზე იმ პოტენციურ საფრთხეებზე იმსჯელებენ, რომელიც შესაძლოა ნატოს წევრ ქვეყნებს დაემუქროს. სამიტი ანტალიაში 13-14 მაისს გაიმართება.