რუსეთის პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ დასავლეთის სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა. ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა მთავრობის გაფართოვებულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სანქციებით მიყენებული ზარალი 25 მილიარდ ევროს აღემატება, მიმდინარე წლის ბოლომდე კი ეს მაჩვენებელი შესაძლოა რამდენჯერმე გაიზარდოს. "არ არსებობს სფერო, რომელსაც სანქციები არ შეეხო, დაწყებული ფინანსური სექტორიდან, დამთავრებული საიმპორტო ტექნოლოგიებით. დანაკარგები ძალიან დიდია,"-აღნიშნა მედვედევმა.