ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მუჰამედ მურსის ბრალად კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, კონკრეტულად კი მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევა დასდეს, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა. მასთან ერთად სასამართლომ ხანგრძლივი პატიმრობა მოძრაობა "ძმებ მუსლიმანების" 12 ლიდერსაც მიუსაჯა.