უკრაინაში შესაძლოა კერძო ციხეები შეიქმნას. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გია გეწაძემ კიევის საგამოძიებო იზოლატორის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ანალოგიური პრაქტიკა ბრიტანეთში არსებობს, სადაც როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ციხეები ფუნქციონირებს. ამასთან, კერძო ციხეებში პატიმრის შენახვა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე კერძოში. "ჩვენ ამ ექსპერიმენტისთვის მზად ვართ. მთავარია, სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში ვითარება გამოსწორდეს,"-აღნიშნა გეწაძემ.