რუსეთის პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდებს არამხოლოდ ინგლისურის, არამედ ჩინურის შესწავლასაც ურჩევს."ინგლისური საერთაშორისო ენაა და მისი შესწავლა არც ისე რთულია, მაგრამ მე უფრო ძნელი ენის, ჩინურის შესწავლისკენ მოგიწოდებდით. მას, ვინც ჩინურს ისწავლის, წინ სულ სხვა პერსპექტივა გადაეშლება,"-აღნიშნა მედვედევმა.