უკრაინაში ამერიკელი მედესანტეები ჩავიდნენ. 173-ე საჰაერ-სადესანტო დივიზიის 300 სამხედრო მოსამსახურე უკვე ლვოვში იმყოფება. ამერიკელი ინსტრუქტორები უკრაინულ სამხედრო ნაწილებს იავროვის პოლიგონზე გაწვრთნიან. ისინი უკრაინაში 6 თვეს დაჰყოფენ და 3 უკრაინულ ბატალიონს მოამზადებენ.