იტალიის ნაპირებთან ემიგრანტების კიდევ ერთი გემი ჩაიძირა. დაღუპულია 41 ადამიანი.
ისინი სენეგალის მოქალაქეები არიან, რომლებიც ხმელთაშუა ზღვით ლიბიიდან იტალიაში გადასვლას ცდილობდნენ. გემზე მყოფი მხოლოდ 4 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
14 აპრილს იტალიის ნაპირებთან ჩაძირულ გემზე 400-მდე არალეგალი აფრიკელი ემიგრანტი დაიღუპა. მთელი წლის განმავლობაში კი ევროპაში ხმელთაშუა ზღვით 207 ათასი ემიგრანტი შევიდა.