ვაშინგტონი კიევში მომხდარ მკვლელობებს მკვლელობს ეხმაურება. საგანგებო განცხადება გვიან ღამით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა გააკეთა. „ჩვენ ვგმობთ ცნობილი ჟურნალისტისა და პარლამენტის ყოფილი წევრის მკვლელობის ფაქტებს და მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას დანაშაულის სასწრაფო და ობიექტური გამოძიებისკენ,“-აღნიშნა ჰარფმა. ჟურნალისტი ბიზინი და ყოფილი პარლამენტარი კალაშნიკოვი კიევში გუშინ მოკლეს.