ჯულიან ასანჟი დაკითხვაზე თანხმობას აცხადებს. ამის შესახებ შვედური საინფორმაციო სააგენტო TT იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალური საიტის, „ვიკილიკსის“ დამფუძნებელი დაკითხვის ჩატარებას ლონდონში ეკვადორის საელჩოში მოითხოვს. ასანჟს ბრალი გაუპატიურებასა და რამდენიმე მძიმე დანაშაულში ედება. ის თავს ამ დრომდე ეკვადორის საელჩოს აფარებს.